თავში

ხელოვნების მუზეუმის შენობა 2022 წლის 5 თებერვლამდე დაიცლება

ხელოვნების მუზეუმის შენობა 2022 წლის 5 თებერვლამდე დაიცლება
ხელოვნების მუზეუმის შენობა 2022 წლის 5 თებერვლამდე დაიცლება

თბილისში, პუშკინის გამზირზე მდებარე ხელოვნების მუზეუმიდან ფონდების ევაკუაცია 2022 წლის 5 თებერვლამდე განხორციელდება.სამოქმედო გეგმა კულტურის მინისტრმა დაამტკიცა.

გეგმის თანახმად, მიმდინარე წლის 5 აგვისტომდე უნდა იქნეს მოძიებული მუზეუმის საჭიროებებზე მორგებული დროებითი სივრცე თანამშრომლებისა და საცავებისათვის, ხოლო 2022 წლის 5 თებერვალს მუზეუმის ამჟამინდელი ავარიული შენობის დაცლა დასრულებული უნდა იყოს.

მუზეუმს პირველი ქსოვილებისა და ნაქარგობის ფონდი და არქივისა და მემუარების ფონდი დატოვებს (2021 წლის 10 სექტემბერი), ხოლო ყველაზე ბოლოს, ახალ დროებით სივრცეში ოქროს ფონდი იქნება გადატანილი. 

მიმდინარე წლის 1-ელ დეკემბრამდე დაზიანებული ჭედური ხატების საყრდენი ხის დროებითი გამაგრება უნდა მოხდეს, რაც გადატანისას ხის ჩამოშლის თავიდან აცილებას ისახავს მიზნად. ამისათვის, შეიქმნება ქართულ-უცხოური პროფესიონალთა ჯგუფი, რისთვისაც სამოქმედო გეგმა 2021 წლის 1-ელ; ოქტომბრამდე ვადას აწესებს. 

საგანძურში დაცულ ექსპონატებს ახალ სივრცეში სპეციალურად გადამზადებული ექსპონატების გადამტანი ჯგუფი გადაიტანს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system