თავში

ხელოვნების მუზეუმის შენობა გამაგრებას არ ექვემდებარება, ის დაიცლება

ხელოვნების მუზეუმის შენობა გამაგრებას არ ექვემდებარება, ის დაიცლება
ხელოვნების მუზეუმის შენობა გამაგრებას არ ექვემდებარება, ის დაიცლება

ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის შენობა დაიცლება. ექსპონატები სხვა სივრცეში გადავლენ. ამის შესახებ დღეს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა. 

მისი თქმით, პუშკინის ქუჩაზე მდებარე ყოფილი სემინარიის შენობა გამაგრებას არ ექვემდებარება, რადგან შენობის ფლიგელის გამაგრება დაკავშირებული იქნება ძალიან დიდ ტექნიკურ სირთულეებთან და დანახარჯებთან. ფლიგელზე განვითარებულია მზიდი კონსტრუქციების დიდი გადახრები, დეფორმაციები და რღვევები, რის გამოც შეუძლებელია შენობის ამ ნაწილის შენარჩუნება და გაძლიერება;

თეა წულუკიანის თქმით, UNESCO-ს ექსპერტთა ჯგუფმა დაადინა, რომ შენობის მხოლოდ ცენტრალური შესასვლელის გაძლიერება არის შესაძლებელი.

ამის გამო, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ დაიწყოს შალვა ამირანაშვილის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის მართვის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადაყვანა და უმოკლეს ვადებში სამოქმედო გეგმის შემუშავება მუზეუმის ძირითადი შენობის დაცლის მიზნით.

"მუზეუმის ძირითადი შენობის სრულად დაცლა, მისი მოცულობის, ექსპონატების ოდენობისა და მათი მაღალი ღირებულებიდან გამომდინარე, იქნება ძალზედ კომპლექსური, დროში მკაფიოდ გაწერილი პროცესი და ის ეტაპობრივად განხორციელდება", - განაცხადა თეა წულუკიანმა. 

კულტურის სამინისტროში აცხადებენ, რომ პროცესზე საპატრიარქოსაგან თანხმობა და პატრიარქის ლოცვა-კურთხევა აქვთ. 

ოქროს ფონდში არსებული უნიკალური ხატების გამაგრება და რესტავრაცია მათი გადაადგილების მიზნით აუცილებელი იქნება. წულუკიანის განცხადებით, ამ პროცესში ქართველი და უცხოელი პროფესიონალები ჩაერთვებიან. 

კულტურის მინისტრი ამბობს, რომ ყველა ღონეს მიმართავს, რათა უზრუნველყოს მუზეუმთან დაკავშირებით შექმნილი მდგომარეობის გამჭვირვალედ მართვა ყველა დაინტერესებული პირის ჩართულობით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system