თავში

ხვალ ქუთაისში დათო ევგენიძის საღამო გაიმართება

​ხვალ ქუთაისში დათო ევგენიძის საღამო გაიმართება
ხვალ ქუთაისში დათო ევგენიძის საღამო გაიმართება

ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში დათო ევგენიძის კონცერტი გაიმართება. ღონისძიება კომპოზიტორისა და პოეტის საიუბილეო ღონისძიებათა ციკლის ფარგლებში დაიგეგმა, რომელსაც „მე აღარ ვარ სამოცის“ ჰქვია.

საღამოს სტუმრები არა მხოლოდ ცნობილ, არამედ ახალ კომპოზიციებსაც მოუსმენენ. დათო ევგენიძე მათ ლექსებსაც წაუკითხავს.

კონცერტის მხარდამჭერები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაა.

საღამო 20:00 საათზე დაიწყება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system