თავში

კულტურის მინისტრი ავსტრიის ელჩს შეხვდა

კულტურის მინისტრი ავსტრიის ელჩს შეხვდა
კულტურის მინისტრი ავსტრიის ელჩს შეხვდა

თეა წულუკიანმა ავსტრიის ელჩთან სამომავლო თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობები განიხილა. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, მოადგილესთან, კახა სიხარულიძესთან ერთად თომას მიულმანთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. 

შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა კულტურული პროექტის განხორციელების შესაძლებლობებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო ავსტრიელი ნოველისტისა და მშვიდობის დარგში ნობელიანტის, ბერტა ფონ ზუტნერის ხსოვნისადმი მიძღვნილი ერთობლივი ღონისძიებების მოწყობას თბილისსა და რეგიონებში. 

მინისტრმა ელჩს „ბერტა ფონ ზუტნერის კულტურული მარშრუტის“ შემუშავებაზე ფიქრი შესთავაზა და დასძინა, რომ წარმატების შემთხვევაში, სამინისტრო იმსჯელებდა ამ მარშრუტის სერტიფიცირების საკითხზე. 

"ამგვარი თანამშრომლობა ხელს შეუწყობს, ერთის მხრივ, მწერლის შემოქმედებისა და ღვაწლის ფართო საზოგადოებამდე მიტანას, ხოლო მეორეს მხრივ, ქართველ და უცხოელ ვიზიტორებს ავსტრიის სამშვიდობო საზოგადოების დამფუძნებლის, ბერტა ფონ ზუტნერის საქართველოში ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ გააცნობს ინფორმაციას", - განაცხადა თეა წულუკიანმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system