თავში

კულტურის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

კულტურის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
კულტურის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ეხმიანება სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებლის მიერ შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის შენობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას  -"საუკუნის აფიორაა. ამ თითქმის 200 წლის შენობის ყველა ფლიგელში ვარ ნამყოფი რესტავრატორ კონსტრუქტორებთან ერთად (შაშიაშვილი, ცომაია) მათ შორის საძირკველში ბოლომდე და დასანგრევი არაფერი არ სჭირს".

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო აცხადებს, რომ ეს არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა.

სინამდვილეში მუზეუმის შენობის მდგომარეობასთან დაკავშირებით არსებობს შპს "კარიატიდას" ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა (1.07.2021 წ) პუშკინის ქუჩის 2/4-ში მდებარე ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის შენობის მზიდი კონსტრუქციების გამოკვლევის შესახებ და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, სამინისტრომ მიზანშეწონილად მიიჩნია, მოცემული დასკვნა გაასაჯაროვოს", - აღნიშნულია განცხადებაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system