თავში

ქუთაისში ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის 50 წლის იუბილე აღნიშნეს

ქუთაისში ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის 50 წლის იუბილე აღნიშნეს
ქუთაისში ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის 50 წლის იუბილე აღნიშნეს

ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიულ სახელმწიფო თეატრს გახსნიდან 50 წელი შესრულდა. 

საიუბილეო თარიღს ზაქარია ფალიაშვილის ოპერის „დაისის“ ახალი დადგმა მიეძღვნა, რომლის საპრემიერო ჩვენებაც დღეს გაიმართა.

პროექტი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. სპექტაკლის დირიჟორი რევაზ ჯავახიშვილი, რეჟისორი თორნიკე მარჯანიშვილი, მხატვარი თეო კუხიანიძე, ქორეოგრაფი კი ვახტანგ უშვერიძეა.

საპრემიერო სპექტაკლს სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში ზვიად შალამბერიძე, პირველი მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი გენადი მარგველაშვილი, საზოგადოების წარმომადგენლები და ტურისტები დაესწრნენ.

პრემიერამ ანშლაგით ჩაიარა.

ორმოცდაათი წლის წინ თეატრი ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერის“ პრემიერით გაიხსნა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system