თავში

ლედი გაგა, ალ პაჩინო, რობერტ დე ნირო და ჯარედ ლეტო გუჩის შესახებ ფილმში იკრიბებიან

​ლედი გაგა, ალ პაჩინო, რობერტ დე ნირო და ჯარედ ლეტო გუჩის შესახებ ფილმ
ლედი გაგა, ალ პაჩინო, რობერტ დე ნირო და ჯარედ ლეტო გუჩის შესახებ ფილმში იკრიბებიან

ჰოლივუდელი რეჟისორი რიდლი სკოტი ფილმზე "გუჩი" მუშაობას მას შემდეგ შეუდგება, რაც მუშაობას დაასრულებს ისტორიულ დრამაზე "უკანასკნელი დუელი".

სურათში ნაჩვენები იქნება მაღალი მოდის სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული მკვლელობა, როდესაც მაურიციო გუჩის ყოფილმა ცოლმა, პატრიცია რეჯანიმ მეუღლის მკვლელობა შეუკვეთა, რომელიც ორი შვილით სხვა ლამაზმანის გამო მიატოვა.

პატრიციას როლს, რომელმაც ციხეში 18 წელი გაატარა, მომღერალი ლედი გაგა ითამაშებს. გამოცემა Deadline-ის ინფორმაციით, ფილმში ასევე ალ პაჩინო, რობერტ დენირო, ადამ დრაივერი, ჯარედ ლეტო და ჯეკ ჰიუსტონი ითამაშებენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system