თავში

ლედი გაგამ ახალი ვიდეოკლიპი ფარაჯანოვის ფილმების მოტივებზე გადაიღო - VIDEO

ლედი გაგამ ახალი ვიდეოკლიპი ფარაჯანოვის ფილმების მოტივებზე გადაიღო
ლედი გაგამ ახალი ვიდეოკლიპი ფარაჯანოვის ფილმების მოტივებზე გადაიღო - VIDEO

პოპვარსკლავმა ლედი გაგამ ახალი ვიდეოკლიპი გამოუშვა, რომელიც ცნობილი საბჭოთა კინორეჟისორის სერგო ფარაჯანოვის ფილმების "აშუღი ქერიბისა" და "ბროწეულის ფერის" მოტივებზეა გადაღებული.

სიმღერა სახელწოდებით, 911 ლედის გაგას რიგით მეექვსე ალბომის  სინგლია, ხოლო ვიდეორგოლი ინდოელ რეჟისორს, ტარსემ სინგს ეკუთვნის. კლიპის დასასრულს, 4:08 წუთზე "ბროწეულის ფერის" აფიშა ჩნდება. 

"ბროწეულის ფერი" ფარაჯანოვმა 1968 წელს გადაიღო და კინოხელოვნების მიერ მსოფლიო შედევრადაა აღიარებული. ფილმში მთავარ როლს ქართველი მსახიობი, სოფიკო ჭიაურელი ასრულებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system