თავში

ლელა ოჩიაური: ჯაჭვი გაწყვეტილია, დანაკლისს ვერასდროს ავინაზღაურებთ

ლელა ოჩიაური: ჯაჭვი გაწყვეტილია, დანაკლისს ვერასდროს ავინაზღაურებთ
ლელა ოჩიაური: ჯაჭვი გაწყვეტილია, დანაკლისს ვერასდროს ავინაზღაურებთ

კორონავირუსი კულტურასაც გადასწვდა. ეპიდემიის გავრცელებამ საქართველოს კულტურული ცხოვრება, შეიძლება ითქვას, რომ დროში გააჩერა.მართალია, ქართული კულტურისა და ხელოვნების ზოგიერთმა წარმომადგენელმა ონლაინ სივრცეში გადაინაცვლა, მაგრამ როგორც სპეციალისტები აცხადებენ, სიტუაციის გამოსწორება რეალურად ვერ ხერხდება. 

 საზოგადოება ბიზნესის პრობლემას უფრო მწვავედ განიცდის, თუმცა არანაკლებ საფრთხეშია კულტურის უკლებლივ ყველა სფერო, სადაც ეპიდემიამ ხელის ერთი მოსმით  შეაჩერა მოძრაობა.

 რა გავლენას მოახდენს ეპიდემია საქართველოს კულტურულ ცხოვრებაზე და რა ელოდება დაგეგმილ პროექტებს, ხელოვნებათმცოდნე ლელა ოჩიაური report.ge-თან საუბრობს.

,,რთული სიტუაციაა, ამიტომ  პირველ რიგში, გაჩერდება თეატრალური ცხოვრება, შეიძლება ითქვას, ჩავარდება თეატრალური სეზონი. თეატრების უდიდესი ნაწილი დაგეგმილი სპექტაკლების დადგმას ვერ შეძლებს. ალბათ, ვერ ჩატარდება ფესტივალები - ყოველ შემთხვევაში, გაზაფხულ-ზაფხულში დაგეგმილი - ვერც საქართველოში და უცხოეთში, რომლებშიც ქართველი ხელვანები იყვნენ მიწვეული. გაჩერდა ან გაჩერების პირასაა კონკურსები, რომლებიც ნორმალურ პირობებში კონკურენციას ქმნის ხელოვანისთვის და სტიმულს აძლევს მათ, ხელოვნების გასავითარებლად. ეპიდემიის პირობებსი ესეც გამოირიცხა. ასევე აღარ იქნება გასტროლები, რომლებიც დაგეგმილი იყო და ნაწილი უკვე დაფინანსებულიც კი. შეწყდა კინოს გადაღებები და ზოგი უკვე გადაღებული ფილმის პოსტპროდუქციის ეტაპიც. არადა, ეს ყველაფერი შემოქმედების გარდა, დროის ფაქტორთან, საწარმოო გეგმა-ვადებსა და ფინანსებთანაცაა დაკავშირებული", - აცხადებს ლელა ოჩიაური და დასძენს, რომ  კორონავირუსის გამო ყველა კინოფესტივალი ჩაიშალა.

,,დაგეგმილი კონოფესტივალები ვეღარ განხორციელდება. კონცერტებზე აღარაფერს ვამბობ,  როდესაც ყველაფერი დამთავრდება, ასე თუ ისე, შეიძლება გამოსწორდეს, მაგრამ საერთო ჯაჭვი უკვე გაწყვეტილია. ამ დანაკლისებს ვერასდროს ავინაზღაურებთ.  ეპიდემია გადაივლის და კულტურაც მოიკრებს ძალებს, მაგრამ ამხელა ნაპრალს, რომელიც უფრო და უფრო ფართოვდება, ძნელად თუ შეავსებს რამე. მით უმეტეს, რომ წინ სავარაუდო ეკონომიკური კრიზისი გველის", - აცხადებს ლელა ოჩიაური.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system