თავში

ლოს-ანჯელესში "შინდისის“ პრეზენტაცია გაიმართება

ლოს-ანჯელესში "შინდისის“ პრეზენტაცია გაიმართება
ლოს-ანჯელესში შინდისის“ პრეზენტაცია გაიმართება

28 ოქტომბრიდან 15 ნოემბრამდე ლოს-ანჟელესში „შინდისის“ საპრეზენტაციო კამპანია გაიმართება, რომელიც შვიდ პრეზენტაციას მოიცავს. ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა განაცხადა. ის ფილმის შემოქმედებით ჯგუფს შეხვდა.

„გვჭირდება მაქსიმალური მობილიზაცია, როგორც კინოინდუსტრიის წარმომადგენლებისგან, ისე მედიის და ჩვენი დიასპორის ჩართულობით. ჩვენ ვეცდებით, მაქსიმალური მხარდაჭერა ჰქონდეს ფილმის პრომოუშენს ლოს ანჯელესში“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

კომიტეტის თავმჯდომარე იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირების ისტორია და მათ გმირობაზე შექმნილი ფილმი ოსკარზე წარსადგენი უცხოური ფილმების ხუთეულში მოხვდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system