თავში

მადონა ბრიტნი სპირსს მხარდაჭერას უცხადებს

მადონა ბრიტნი სპირსს მხარდაჭერას უცხადებს
მადონა ბრიტნი სპირსს მხარდაჭერას უცხადებს

ამერიკელმა პოპ მომღერალმა, მადონამ განაცხადა, რომ ხარბი პატრიარქატი, რომელიც ქალებს მონად აქცევს, უნდა მოკვდეს.

62 წლის მადონა მომღერალ ბრიტნი სპირსს, რომელიც სასამართლომ მამის მეურვეობის ქვეშ დატოვა, მხარდაჭერას უცხადებს. 

"ინსტაგრამის" ოფიციალურ გვერდზე მადონამ ფოტო გამოაქვეყნა, რომელშიც ბრიტნი სპირსის წარწერიანი მაისური აცვია. ფოტოსურათს მომღერალმა წარწერაც დაურთო.

"დაუბრუნეთ ამ ქალს ცხოვება! მონობა მრავალი წლის წინ გაუქმდა. სიკვდილი გაუმაძღარ პატრიარქატს, რომელიც ქალებს საუკუნეების განმავლობაში ასე აცხოვრებს. ეს ადამიანის უფლებების დარღვევაა. ბრიტნი, ჩვენ ციხიდან გამოგიყვანთ!" - წერს მადონა.

შეგახსენებთ, ამერიკელმა მომღერალმა ბრიტნი სპირსმა სასამართლო სხდომაზე მამამისის მეურვეობისგან სრულად გათავისუფლება მოითხოვა.

ბოლო სასამართლოზე ბრიტნი სპირსმა განაცხადა, რომ მისი მეურვე, საკუთარი მამა სინამდვილეში მის ექსპლუატაციას ეწეოდა და მკაცრად აკონტროლებდა. მამა შვილს მესამე შვილის ყოლის უფლებას არ აძლევდა, უკრძალავდა შეყვარებულთან ურთიერთობას, აიძულებდა, გაემართა კონცერტები, დასვენების საშუალებას არ აძლევდა და აიძულებდა, ნარკოტიკული საშუალებები მიეღო. მომღერალი ახლა სასამართლოს გზით მამის მეურვეობის ანულირებას ცდილობს.

38 წლის ბრიტნის მამა ჯეიმი სპირსი უკვე 12 წელია შვილის მეურვეა. 2008 წელს მას ეს უფლებამოსილება სასამართლომ მიანიჭა, მას შემდეგ რაც ბრიტნი სპირსი, რომელსაც იმ დროისთვის ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, რამდენიმე სკანდალურ ინციდენტში გაეხვა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system