თავში

მეგან მარკლმა საბავშვო წიგნი დაწერა

​მეგან მარკლმა საბავშვო წიგნი დაწერა
მეგან მარკლმა საბავშვო წიგნი დაწერა

მეგან მარკლმა თავისი პირველი საბავშვო წიგნი ”სკამი” ("The Bench") დაწერა. ის ეძღვნება მამა-შვილის ურთიერთობას დედის გადმოსახედიდან, ასევე სიყვარულის ადგილს თანამედროვე ოჯახურ ცხოვრებაში. სასექსის ჰერცოგინის შთაგონება მისი მეუღლე პრინცი ჰარი და ვაჟი არჩი იყვნენ. ამის შესახებ Mashable წერს.

წიგნის ილუსტრაცია მხატვარმა კრისტიან რობინსონმა შექმნა. "სკამის" გაყიდვა 8 ივნისს დაიწყება. მეგან მარკლი ასევე ნამუშევრის აუდიოვერსიის ჩაწერას გეგმავს.

"სკამი" დაიწყო, როგორც ლექსი, რომელიც მე დავწერე ჩემი ქმრისთვის მამის დღეს, არჩის დაბადებიდან ერთი თვის შემდეგ. ეს ლექსი ისტორიად იქცა. კრისტიანმა მას მშვენიერი და ჰაეროვანი აკვარელით ილუსტრაციები დაამატა, რომლებიც სხვადასხვა ფენის მამათა და ვაჟთა ურთიერთობის სითბოს, სიხარულსა და კომფორტს ასახავს”, - აღნიშნავს მეგან მარკლი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system