თავში

მინსკში გამოფენა - საქართველოსა და ბელარუსის ცის ქვეშ“ გაიხსნა

​მინსკში გამოფენა - „საქართველოსა და ბელარუსის ცის ქვეშ“ გაიხსნა
მინსკში გამოფენა - საქართველოსა და ბელარუსის ცის ქვეშ“ გაიხსნა

ბელარუსში ფერწერული გამოფენა სახელწოდებით - „საქართველოსა და ბელარუსის ცის ქვეშ“ გაიხსნა. გამოფენა საქართველო-ბელარუსს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს ეძღვნება. მას ორგანიზება საქართველოს საელჩომ და მინსკის სამხატვრო გალერეა- „კულტურის უნივერსიტეტმა“ გაუწია.

საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილია ქართველი და ბელარუსი მხატვრების მიერ სხვადასხვა ჟანრის, ტექნიკისა და ფორმების გამოყენებით შექმნილი ფერწერული ტილოები.

გახსნის ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ბელარუსში ვალერი კვარაცხელიამ. მან ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებსა და მისი განვითარების სწრაფ დინამიკაზე ისაუბრა, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველო-ბელარუსს შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის საკითხებსა და, საელჩოს ეგიდით, ახლო მომავალში დაგეგმილ კულტურულ ღონისძიებებს. ელჩმა მადლობა გადაუხადა ქართველ და ბელარუს მხატვრებს - ლეონიდ დანელიას, კახაბერ გოგოხიას, თამარა მატვეენკო-ბატაკოვას, ვალენტინ გუბარიოვს, სერგეი რიმაშევსკის და ანდრეი სმიოლაკის - ქვეყნებს შორის კულტურული კავშირების გარღმავების საქმეში შეტანილი წვლილისათვის და სპეციალური სიგელებით დააჯილდოვა გამოფენაში მონაწილეობისთვის.

„კულტურის უნივერსიტეტის“ გალერეა ექსპოზიციას მიმდინარე წლის 8 დეკემბრამდე უმასპინძლებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system