თავში

მისტერ ბიგის როლის შემსრულებელს გაუპატიურებაში ადანაშაულებენ

მისტერ ბიგის როლის შემსრულებელს გაუპატიურებაში ადანაშაულებენ
მისტერ ბიგის როლის შემსრულებელს გაუპატიურებაში ადანაშაულებენ

ამერიკელი მსახიობი და სერიალის "სექსი დიდ ქალაქში" ვარსკვლავი, კრის ნოთი ორმა ქალმა სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა.  Report.ge-ის ცნობით, ამის შესახებ გამოცემა The Hollywood Reporter წერს.

გამოცემამ ორი ქალისგან წერილი მიიღო, რომელშიც კრის ნოთის მხრიდან სექსუალური სახის ძალადობაზე იყო საუბარი. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი დაზარალებული აცხადებს, რომ მსახიობმა 2015 წელს საკუთარ ბინაში სადილზე დაპატიჟა და გააუპატიურა.

მეორე ქალმა განაცხადა, რომ ნოთმა მასზე  2004 წელს იძალადა, როდესაც ის 22 წლის იყო. დაზარალებულის თქმით, ეს მის ბინაში, დასავლეთ ჰოლივუდში მოხდა. 

გამოცემის ცნობით, მსახიობმა ყველა ბრალდება უარყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system