თავში

მოქანდაკე მერაბ მერაბიშვილს 90 წელი შეუსრულდა

მოქანდაკე მერაბ მერაბიშვილს 90 წელი შეუსრულდა
მოქანდაკე მერაბ მერაბიშვილს 90 წელი შეუსრულდა

დღეს, 6 ივლისს, გამოჩენილ ქართველ მოქანდაკეს მერაბ მერაბიშვილს 90 წელი შეუსრულდა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

საქართველოს სახალხო მხატვარი მერაბ მერაბიშვილი საქართველოს მხატვართა კავშირის, საქართველოს მეცნიერებათა და რუსეთის სამხატვრო აკადემიის წევრია. შემოქმედებითი საქმიანობის პარალელურად, ის აქტიურად ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას და სხვადასხვა წლებში იყო თბილისის სამხატვრო აკადემიის პედაგოგი, ამავე აკადემიის ხატვის კათედრის გამგე და მთავარი მრჩეველი.

ერაბ მერაბიშვილის ცნობილი ნამუშევრებია: ა. გრიბოედოვის ძეგლი თბილისში, გენერალ პეტრე ბაგრატიონის ცხენოსანი ძეგლი თბილისში, ერეკლე II - ცხენოსანი ძეგლი თელავში, შოთა რუსთაველის ძეგლი ბუდაპეშტში, პოეტ ი. მოსაშვილის ძეგლი თბილისში და სხვა. მოქანდაკის ცნობილ კომპოზიციებს შორისაა: ,,სევდა“ და ,,პრომეთეოსი“. არის ავტორი არაერთი ცნობილი საზოგადო მოღვაწის პორტრეტისა.

"მოგორც თავად ამბობს - „ჩემს შემოქმედებაში მე ვარ რეალისტი. როგორც ცნობილია, რეალიზმს აქვს ფართო დიაპაზონი, ამიტომ მე ვაფასებ და პატივს ვცემ ხელოვნების გამოვლინების ყველა თანამედროვე ფორმას. ნამდვილ ხელოვნებას არ სჭირდება ადვოკატი. ეს არის ჩემი ღრმა რწმენა“.

მერაბ მერაბიშვილი არის თბილისის საპატიო მოქალაქე, მიღებული აქვს ღირსების ორდენი, დიმიტროვის ოქროს მედალი და რუსეთის სამხატვრო აკადემიის ოქროს მედალი.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ულოცავს მერაბ მერაბიშვილს 90 წლის იუბილეს და ჯანმრთელობასა და დიდხანს სიცოცხლეს უსურვებს", - აღნიშნულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system