თავში

მომღერალი სკაილერ ჰიქსი გარდაცვლილი იპოვეს

მომღერალი სკაილერ ჰიქსი გარდაცვლილი იპოვეს
მომღერალი სკაილერ ჰიქსი გარდაცვლილი იპოვეს

ამერიკელი პოპ მომღერალი სკაილერ ჰიქსი სამხრეთ კაროლინაში მეგობრის სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ გამოცემა Deadline იუწყება.

სკაილერ ჰიქსი 23 წლის იყო. გოგონას გარდაცვალება სოციალურ ქსელში ახლობლებმა დაადასტურეს.

მომღერლის დედის, ჯოდი ჰიქსის თქმით, მის ქალიშვილს დეპრესია და ფსიქიკური აშლილობა აწუხებდა, ასევე ბოროტად იყენებდა ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს.

2017 და 2018 წლებში ახალგაზრდა შემსრულებელი ოჯახის წევრებზე, მათ შორის საკუთარ ბებიაზე ნასვამ მდგომარეობაში თავდასხმისთვის დააკავეს. ჰიქსმა პოპულარობა  თოთხმეტი წლის ასაკში, ამერიკულ სატელევიზიო შოუში America's Got Talent-ში მონაწილეობის შემდეგ მოიპოვა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system