თავში

"მონანიება" კანის კინოფესტივალზე აჩვენეს - VIDEO

​"მონანიება" კანის კინოფესტივალზე აჩვენეს
მონანიება კანის კინოფესტივალზე აჩვენეს - VIDEO

"მონანიება" კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე 34 წლის შემდეგ დაბრუნდა!, - ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.

ფილმის აღდგენილი ვერსია ნანა ჯანელიძესა და ავთანდილ მახარაძესთან ერთად წარადგინა კინოფესტივალის წარმომადგენელმა ჟოელ შაპრონმა.

კანის კინოფესტივალი ფილმებს აჩვენებს უმაღლესი ხარისხის ციფრული ფორმატით, ამიტომ ეროვნულმა კინოცენტრმა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, 2020 წლის იანვარში დაიწყო ფილმის აციფვრა-რესტავრაცია.

ეროვნული კინოცენტრის ცნობით, შესასრულებელი სამუშაოების კომპლექსურობის გათვალისწინებით, ფილმის სკანირება განხორციელდა პრაღაში, ჩეხური სტუდია UPP-ის მიერ (Universal Production Partners – Prague), ხოლო ე.წ. გრეიდინგი, ფერის და ხმის დამუშავება განხორციელდა საქართველოში, სტუდია „ფონოგრაფის“ მიერ პაატა გოძიაშვილის ხელმძღვანელობით.

„მონანიების“ მსოფლიო პრემიერა კანში 1987 წელს გაიმართა. ფილმმა კინოფესტივალის სამი ჯილდო მოიპოვა – ჟიურის „დიდი პრიზი“, „ფიპრესის“ ჯილდო და კათოლიკური ეკლესიის ჟიურის პრიზი ჰუმანიზმისათვის. 1988 წელს კი „მონანიება“ ნომინირებული იყი „ოქროს გლობუსზე“ საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაში. ფილმში მთავარ როლებს ქართული თეატრისა და კინოს ვარსკვლავები ასრულებენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system