თავში

მსახიობ მარინა ჯანაშიას დღეს დაკრძალავენ

მსახიობ მარინა ჯანაშიას დღეს დაკრძალავენ
მსახიობ მარინა ჯანაშიას დღეს დაკრძალავენ

მსახიობ მარი ჯანაშიას მახათას მთაზე, საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დღეს დაკრძალავენ. 

სამოქალაქო პანაშვიდი, რომელიც რუსთაველის თეატრში მიმდინარეობს 14:00 საათზე დასრულდება. შემდეგ კი მსახიობს თეატრიდან პანთეონში გადაასვენებენ. 

მარინა ჯანაშია 71 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

მარინა ჯანაშიამ 1971 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი. ის რუსთაველის თეატრის მსახიობი იყო 1968–1981 წლებში, 1981–1987 წლებში კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის, ხოლო 1988 წლიდან კვლავ რუსთაველის თეატრში დაბრუნდა.

გადაღებულია რამდენიმე ფილმში, მათ შორის – "კუკარაჩა" (ანიკო), "მარადისობის კანონი" (მარიამი), "სიბრძნე სიცრუისა" (მელა) რეჟ. ნანა ხატისკაცი "გრძელი ნათელი დღეები" (მასწავლებელი) რეჟისორები ნანა ექვთიმიშვილი, სიმონ გროსი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system