თავში

ნარიმან ნარიმანოვის ნამუშევარს ქართულ რადიოში გაუშვებენ

ნარიმან ნარიმანოვის ნამუშევარს ქართულ რადიოში გაუშვებენ
ნარიმან ნარიმანოვის ნამუშევარს ქართულ რადიოში გაუშვებენ

ცნობილი აზერბაიჯანელი საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწის, მწერალ ნარიმან ნარიმანოვის სპექტაკლს, „ბაჰადირ და სონას“ რადიო „საქართველოს ხმა“ ქართულ ენაზე გაუშვებს.

პროექტი SOCAR Energy Georgia-სა და მედიაჰოლდინგ "TV24-თან" თანამშრომლობით განხორციელდება.

"საქართველოს ხმის" რადიო მსმენელები FM 107.9-ზე აზერბაიჯანელი მწერლის შემოქმედების მოსმენას 6 თვის განმავლობაში შეძლებენ. სპექტაკლს კოტე მარჯანაშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი, ზვიად სხირტლაძე ახმოვანებს.

რადიოს მეშვეობით მსმენელები  ნარიმანოვის ცხოვრებასა და მოღვაწეობასაც გაეცნობიან. გარდა ამისა, გაიმართება დისკუსიები აზერბაიჯანული და ქართული მხარეების წარმომადგენლების მონაწილეობით. ასევე, პროექტის ფარგლებში მწერლის შესახებ ბიოგრაფიული გადაცემა მომზადდება, რომელიც TV24-ის ეთერში გავა.

პროექტის მთავარმა კონსულტანტმა, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორმა აიგულ ისაევამ განაცხადა, რომ პროექტის მთავარი მიზანი ნარიმანოვის მოღვაწეობის საქართველოში პოპულარიზაციაა. მისი თქმით, პროექტი გასულ კვირას დაიწყო. ისაევამ იმედი გამოთქვა, რომ ქართული საზოგადოება ნარიმანოვის შემოქმედებით დაინტერესდება.

მედია ჰოლდინგი TV24-ის გენერალურმა დირექტორმა, ბადრი ნაჭყებიამ თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პროექტი ქართველებს საშუალებას მისცემს ნარიმან ნარიმანოვის შემოქმედებას უფრო უკეთ გაეცნონ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system