თავში

Netflix ედგარ ალან პოს ნაწარმოებზე სერიალს გადაიღებს

Netflix ედგარ ალან პოს ნაწარმოებზე სერიალს გადაიღებს
Netflix ედგარ ალან პოს ნაწარმოებზე სერიალს გადაიღებს

სტრიმინგ სერვისი Netflix ახალ სერიაზე მუშაობს, რომელიც  ედგარ ალან პოს რომანის "აშერების სახლის დაცემის" მიხედვით არის შექმნილი. ამის შესახებ გამოცემა Deadline წერს.

გამოცემის ცნობით, სერიალზე რეჟისორი მაიკ ფლანგანი იმუშავებს.

სერიალი სულ 8 ეპიზოდისგან შედგება.

ედგარ ალან პოს აღნიშნული მოთხრობა 1839 წელს გამოქვეყნდა. 

რომანი მოგვითხრობს იმ საშინელ სასახლეზე, სადაც როდერიკ აშერი და მისი და ლედი მედილენი ცხოვრობენ. როდერიკის ყველა გრძნობა უცნაურად იზრდება: ის მტკივნეულად რეაგირებს მსუბუქ, ხმამაღალ ხმებზე, ნათელ ფერებზე. ის ასევე დარწმუნებულია, რომ მის ცხოვრებაში რაღაც ბოროტი ძალა ბუდობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system