თავში

Netflix-მა სერიალ "ბილი მილიგანის" თრეილერი გამოქვეყნა - VIDEO

Netflix-მა სერიალ "ბილი მილიგანის" თრეილერი გამოქვეყნა
Netflix-მა სერიალ ბილი მილიგანის თრეილერი გამოქვეყნა - VIDEO

სტრიმინგ სერვისმა Netflix-მა  დოკუმენტური სერიალის „ბილი მილიგანის 24 სახის“ ოფიციალური თრეილერი გამოაქვეყნა. 

 სერიალი ახალგაზრდა ამერიკელ მამაკაცზე მოგვითხრობს, რომელსაც ფსიქიკური დარღვევა აქვს და რომლის სხეულშიც 24 პიროვნება ცხოვრობს.

ბილი მილიგანი 1970-იანი წლების  ოჰაიოს სასამართლოში გაასამართლეს. მილიგანი დაადანაშაულეს რამდენიმე ძარცვაში და სამ გაუპატიურებაში, მაგრამ მისმა ადვოკატებმა დაადასტურეს მისი შეურაცხადობა და განაცხადეს, რომ დანაშაული მისი ორი ალტერნატიული პიროვნების მიერ იყო ჩადენილი.

სასამართლომ იგი ფსიქიატრიულ გაგზავნა, საიდანაც 1988 წელს გამოწერეს.

სერიალი სულ ოთხი ეპიზოდისაგან შედგება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system