თავში

"ოფისის" მსახიობი მარკ იორკი გარდაიცვალა

​"ოფისის" მსახიობი მარკ იორკი გარდაიცვალა
ოფისის მსახიობი მარკ იორკი გარდაიცვალა

მსახიობი მარკ იორკი, რომელიც სერიალ "ოფისის" პირველ და მეორე სეზონებში ბილი მერჩანტის როლს ასრულებდა, 55 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა TMZ ავრცელებს.

მსახიობი ოჰაიოს საავადმყოფოში გარდაიცვალა. სიკვდილის ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

მარკ იორკს 1988 წლიდან ქვედა კიდურების პარალიჩი ჰქონდა. ის ეტლით გადაადგილდებოდა.

"ოფისის" გარდა მსახიობი მონაწილეობდა სერიალებში "CSI: ნიუ-იორკი" და "Fighting Words".

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system