თავში

"ოსკარის" ცერემონია დისტანციის დაცვით გაიმართება

​"ოსკარის" ცერემონია დისტანციის დაცვით გაიმართება
ოსკარის ცერემონია დისტანციის დაცვით გაიმართება

2021 წლის "ოსკარის" გადაცემის ცერემონია აპრილში გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას Hollywood Reporter-ი ავრცელებს.

ღონისძიების ორგანიზატორები აცხადებენ, რომ Zoom- ის ვერც ერთი ფორმატი ასეთი მასშტაბის ღონისძიებასა და მონაწილეთა რაოდენობას ვერ ითვალისწინებს. ამიტომ, ცერემონია რეალურ სივრცესა და რეალური მონაწილეებით, უსაფრთხოების მაქსიმალური დაცვით გაიმართება. ცერემონიაზე მისულ პირებს სწრაფი PCR ტესტირება ჩაუტარდებათ. ორგანიზატორები დარწმუნებულნი არიან, რომ შეძლებენ ნომინაციის მონაწილეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

2021 წლის "ოსკარის" გამარჯვებულებს 25 აპრილს, ლოს ანჯელესის დოლბის თეატრში დაასახელებენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system