თავში

პიერ კარდენი პარიზში დაკრძალეს

პიერ კარდენი პარიზში დაკრძალეს
პიერ კარდენი პარიზში დაკრძალეს

მოდის ფრანგი დიზაინერი პიერ კარდენი პარიზში დაკრძალეს. 98 წლის ასაკში გარდაცვლილი კარდენი მიწას მონმარტრის ცერემონიების სივრცეში მიაბარეს. მისის საფლავი ყოფილი პარტნიორის ანდრე ოლივიერის გვერდით განათავსეს, რომელიც 1993 წელს გარდაიცვალა. 

პიერ კარდენი 70 წელზე ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში მოდის რევოლუციონერად ითვლებოდა. ის კუტურიეს "ოქროს ხანის" ერთ-ერთი გამორჩეული ვარსკვლავი იყო. ითვლება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ განვითარებული თანამედროვე სტილის ერთ-ერთ ფუძემდებლად. 

1957 წელს მან, მოდელიერებიდან პირველმა, გამოიტანა ხალხში მზა ტანსაცმლის კოლექციის მთელი სერია და ჩვენებები ჰაუსმანის ბულვარზე მოაწყო. მოგვიანებით მანვე მოაწყო რევოლუცია მრავალი მიმართულებით: პირველი: ავანგარდული სტილი. ვიწრო უსაყელო პიჯაკები, რომლებსაც სიამოვნებით ატარებდნენ “ბითლზები”. მეორე: დაამკვიდრა ლიცენზირების სისტემა და კარდენის ტანსაცმლის წარმოება დაიწყეს იაპონიაში, ჩინეთსა და საბჭოთა კავშირშიც კი. ჯამში 900 ლიცენზია, მსოფლიოს 140 ქვეყანაში და 200000 ადამიანი, რომელიც “Pierre Cardin”-ის მარკაზე წარმატებულად მუშაობდა. მესამე: ამ წელს მოდის ისტორიაში მამაკაცის სამოსის პირველი კოლექცია შეიქმნა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system