თავში

პრეზიდენტმა კულტურის სფეროს წარმომადგენლები დააჯილდოვა - PHOTO

პრეზიდენტმა კულტურის სფეროს წარმომადგენლები დააჯილდოვა - PHOTO
პრეზიდენტმა კულტურის სფეროს წარმომადგენლები დააჯილდოვა - PHOTO

ორბელიანების სასახლეში, მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, კულტურის სფეროს წარმომადგენლების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

საქართველოს პრეზიდენტმა სახელმწიფო ჯილდოები კულტურის სფეროს მოღვაწეებს გადასცა და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა:

"ქვეყანაში დღეს არაერთი მუზეუმია და ყველა თავისი მიმართულებით ჩვენი ქვეყნის ისტორიას წარმოადგენს. ამ მუზეუმების შენახვა, გაცოცხლება და ჩვენი ახალგაზრდობისთვის მათზე წვდომა ძალიან მნიშვნელოვანია. ხშირად ვფიქრობთ, რომ ჩვენი მუზეუმები ტურისტული ღირსშესანიშნაობაა, რაც თავისთავად ასეცაა, მაგრამ მათი არსებობა არანაკლებად მნიშვნელოვანია ჩვენი ახალგაზრდების აღზრდის პროცესში, რადგან სწორედ ამ მუზეუმებშია ჩვენი წარსული და მნიშვნელოვანია წარსულის ბევრი ღირსშესანიშნავი ფურცლის გაცნობა", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ქართული პროფესიული მუსიკის ისტორიის კვლევისა და პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის პრეზიდენტმა მარინე ჩიხლაძეს ღირსების მედალი გადასცა.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების საქმეში შეტანილი წვლილისა და ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის ღირსების მედლით დაჯილდოვდნენ ასევე, ბესიკ მზექალაშვილი, ზურაბ მზექალაშვილი, გიორგი შიოშვილი და სიმონ ჭიჭოშვილი.

ასევე, ღირსების მედლით დაჯილდოვდა არჩილ გელოვანი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვა-შენარჩუნების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და ქართული კულტურის მხარდაჭერისთვის.

,,ამ ყველაფერს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და მინდა, რომ დღეს თქვენთვის გადაცემული ეს ჯილდო სხვებისთვის - ახალგაზრდებისა და ბიზნესმენებისთვის იმის მაგალითი იყოს, რომ ეს არის ნამდვილი პატრიოტული საქმე და თუ ვინმეს უნდა სადღეგრძელოების გარეშე პატრიოტიზმის გამოვლენა, ალბათ, ეს დღევანდელ დღეს ერთ-ერთი შესანიშნავი საშუალებაა. ამიტომ ძალიან დიდი მადლობა თქვენ“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system