თავში

პრინცი ჰარი და ოპრა უინფრი დოკუმენტურ სერიალს იღებენ

პრინცი ჰარი და ოპრა უინფრი დოკუმენტურ სერიალს იღებენ
პრინცი ჰარი და ოპრა უინფრი დოკუმენტურ სერიალს იღებენ

პრინცი ჰარი და ტელეწამყვანი ოპრა უინფრი ერთობლივ დოკუმენტურ სერიალს იღებენ. ამის შესახებ გამოცემა The Variety წერს.

დოკუმენტური სერიალი ადამიანების რეალურ ისტორიებს მოგვითხრობს. ოპრა უინფრიმ განმარტა, რომ პროექტის მთავარი მიზანი ფსიქიკური ჯანმრთელობის მნიშვნელობის საჯაროდ აღიარებაა.

"ფსიქოემოციური ჯანმრთელობის ტაბუდადებული თემის წინ წამოწევა ახლა ისე არის საჭირო, როგორც არასდროს", - აცხადებს ტელეწამყვანი.

ფილმის პროდიუსერი პრინცი ჰარია. როგორც ცნობილია, ერთ-ერთი სერია მომღერალ ლედი გაგას დაეთმობა.  

სერიალი სახელწოდებით "ჩემი მხარე, რომელსაც ვერ ხედავთ" ფართო აუდიტორიისათვის ხელმისაწვდომი მაისის ბოლოდან იქნება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system