თავში

Queen-მა უნიკალური სამკაულები გამოუშვა

Queen-მა უნიკალური სამკაულები გამოუშვა
Queen-მა უნიკალური სამკაულები გამოუშვა

ლეგენდარულმა როკ-ჯგუფმა Queen-მა ცნობილ ბრიტანელ დიზაინერ ჯონი ჰოქსტონთან თანამშრომლობით ექსკლუზიური სამკაულები შექმნა. შესაბამისი ინფორმაცია ონლაინ მაღაზიის ვებგვერდზე QueenOnline.com-ზე გამოქვეყნდა.

სამკაულების ფოტოები სოციალურ ქსელში თავად დიზაინერმა გაავრცელა.

კოლაბორაციით  9 კარატიანი ოქროს ბეჭედი შეიქმნა, რომელზეც ამოტვიფრულია სიტყვა Queen. ასევე, ექსკლუზიური სამკაულების კოლექციაში შედის ვერცხლის ჯაჭვი და "Q" ბგერის გულსაკიდი. 

Queen-ისა და ჯონ ჰოქსტონის თანამშრომლობა ლეგენდარული ჯგუფის 50 წლის იუბილეს ეძღვნება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system