თავში

რა პრობლემები აქვს გრიბოედოვის თეატრს - თეა წულუკიანი ხელმძღვანელობას შეხვდა

რა პრობლემები აქვს გრიბოედოვის თეატრს - თეა წულუკიანი ხელმძღვანელობას შეხვდა
რა პრობლემები აქვს გრიბოედოვის თეატრს - თეა წულუკიანი ხელმძღვანელობას შეხვდა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი გრიბოედოვის სახელობის თბილისის რუსულ დრამატულ თეატრში იმყოფებოდა.

თეა წულუკიანმა თეატრის შენობა დაათვალიერა, ხელმძღვანელობისგან თეატრის საქმიანობისა და მის წინაშე მდგარი გამოწვევების შესახებ მიიღო ინფორმაცია.

სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, როგორც გაირკვა, თეატრის მთავარ გამოწვევას წარმოადგენს სახანძრო სისტემის გაუმართაობა, რაც თეატრის შენობის წინ სავაჭრო ცენტრის აშენებამ გამოიწვია და რის შედეგადაც თეატრში არსებული სახანძრო სისტემა მოიშალა. ამასთან, თეატრის შენობა არ არის შშმ პირების საჭიროებებზე მორგებული, რაც თეატრის ხელმძღვანელობის განცხადებით, ასევე დიდი გამოწვევაა.

უწყებაში აცხადებენ, რომ თეა წულუკიანმა თეატრის ხელმძღვანელობას პრობლემების გადაჭრაში მხარდაჭერა აღუთქვა იმ შესაძლებლობის ფარგლებში, რაც სამინისტროს გააჩნია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system