თავში

რიანას ბარბადოსის ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა

​რიანას ბარბადოსის ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა
რიანას ბარბადოსის ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა

ბარბადოსელი წარმოშობის მომღერალ რიანას კარიბის რესპუბლიკის ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. ამის შესახებ ბარბადოსის პრემიერ-მინისტრმა მია მოტლიმ განაცხადა. ინფორმაციას National Post ავრცელებს. 

"ერისა და ამაყი ხალხის სახელით გაცხადებთ ბარბადოსის ეროვნულ გმირად, ჩვენო დესპანო რობინ რიანა ფენტი. განაგრძეთ ბრილიანტივით ბრწყინვა და იყავით თქვენი ქვეყნის სიამაყე", - უთხრა მან მომღერალს.

რიანა ბარბადოსში ქვეყნის პირველი პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრება.

ბარბადოსი ბრიტანეთის მონარქიას ოფიციალურად ასრულებს და მმართველობას, როგორც დამოუკიდებელი რესპუბლიკა, ამჟამინდელი გუბერნატორის ლიდერობით აგრძელებს. კარიბის ზღვის კუნძულზე არსებული ქვეყანა პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ მსოფლიოს უახლესი რესპუბლიკა გახდება.

ქვეყანას გენერალი სანდრა მეისონი უხელმძღვანელებს, რომელიც ქვეყანაში ამ დრომდე დედოფალ ელიზაბეტის წარმომადგენელი იყო. ხვალინდელი ცერემონია სამხედრო მარშისა და სადღესასწაულო ღონისძიებებისგან შედგება. მას ბრიტანეთის პრინცი ჩარლზი და მეზობელი სახელმწიფოების ლიდერები დაესწრებიან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system