თავში

საქართველოს კულტურის მინისტრი აზერბაიჯანელ კოლეგას შეხვდა

​საქართველოს კულტურის მინისტრი აზერბაიჯანელ კოლეგას შეხვდა
საქართველოს კულტურის მინისტრი აზერბაიჯანელ კოლეგას შეხვდა

აზერბაიჯანი საქართველოსთან კულტურის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებას გეგმავს, - ამის შესახებ აზერბაიჯანის კულტურის მინისტრმა, ანარ ქერიმოვმა საქართველოს კულტურის მინისტრთან, თეა წულუკიანთან შეხვედრაზე განაცხადა.

მინისტრის თქმით, აზერბაიჯანულ-ქართული კულტურული თანამშრომლობის ახალი ფურცელი გადაიშლება.

ქერიმოვმა აღნიშნა, რომ ქართველ კოლეგასთან შეხვედრა ნაყოფიერი იყო.

”შეხვედრაზე გავცვალეთ მოსაზრებები ორივე ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, მუზეუმების, კინოს, შემოქმედებითი ინდუსტრიის სფეროში თანამშრომლობის შესახებ", - განაცხადა მან.

მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში ოფიციალური ვიზიტი ორ ქვეყანას შორის კავშირების განმტკიცებას შეუწყობს ხელს.

შეხვედრაზე მხარეებმა ასევე წითელი ხიდის ძეგლის ერთობლივ რეკონსტრუქცია განიხილეს. თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ წითელი ხიდი არის როგორც საქართველოს, ასევე აზერბაიჯანის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. ხიდის კონსერვაციისა და აღდგენის სამუშაოები უნდა ჩატარდეს ისე, რომ სამუშაოების შედეგის ორივე ქვეყანა იყოს კმაყოფილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system