თავში

საქართველოში აშუღ ქამანდარ ეფენდიევის სახლ-მუზეუმი გაიხსნა

საქართველოში აშუღ ქამანდარ ეფენდიევის სახლ-მუზეუმი გაიხსნა
საქართველოში აშუღ ქამანდარ ეფენდიევის სახლ-მუზეუმი გაიხსნა

გარემონტების შემდეგ, მარნეულის რაიონიში გაიმართა აშუღ ქამანდარ ეფენდიევის სახლ-მუზეუმის გახსნის საზეიმო ცერემონია.

კულტურის ცენტრი შეკეთდა თურქეთის საერთაშორისო თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტოს (TIKA) მიერ.

ცერემონიალს ესწრებოდნენ აზერბაიჯანის კულტურის მინისტრი ანარ კარიმოვი, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე კახა სიხარულიძე, აზერბაიჯანისა და თურქეთის ელჩები საქართველოში ფაიგ გულიევი და ფატმა ჯერენ იაზგანი, TIKA– ს წარმომადგენლები და სხვა საპატიო სტუმრები.

კახა სიხარულიძემ მადლობა გადაუხადა თურქულ მხარეს მუზეუმის აღდგენაში გაწეული დახმარებისთვის.

აზერბაიჯანის კულტურის მინისტრმა, კარიმოვმა დღეს ისტორიული დღე უწოდა:

"სიმბოლურია, რომ ძმურ თურქეთთან ერთად, ჩვენ ვმონაწილეობთ საქართველოში აზერბაიჯანული კულტურის ცენტრის გახსნაში. საუკუნეების განმავლობაში, აზერბაიჯანელები, თურქები და ქართველები მეგობრულად ცხოვრობდნენ და დიდ პატივს სცემდნენ ერთმანეთის კულტურას," - განაცხადა კარიმოვმა.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობას ცენტრისთვის მუზეუმის სტატუსის მინიჭებისთვის.

პრეზენტაციას ასევე დაესწრო თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს ხელმძღვანელი სერქან ქირალი და ამავე სააგენტოს თბილისის კოორდინატორი ნეჯლა დემირდაღი.

ღონისძიებაზე მხარეებმა ისაუბრეს სამი ქვეყნის მჭიდრო კულტურულ კავშირსა და მათ მეგობრობაზე, რის შემდეგაც მუზეუმის სახელით სტუმრები მედლებით დაჯილდოვდნენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system