თავში

საქართველოში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღინიშნება

საქართველოში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღინიშნება
საქართველოში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღინიშნება

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით საქართველოში 5 თებერვალს, უკვე მეხუთედ, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღინიშნება, რომელში მონაწილეობასაც ქართველი ავტორები, საგანმანათლებლო დაწესებულებები და სხვადასხვა ორგანიზაციები მიიღებენ. წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე მონაწილეობს. 

ღონისძიება მთელი საქართველოს მასშტაბით 60-ზე მეტ ლიტერატურულ აქტივობას გააერთიანებს. მთელი დღის მანძილზე თანამედროვე ქართველი ავტორები ესტუმრებიან სკოლებს, უნივერსიტეტებს, ბიბლიოთეკებსა და სხვადასხვა დაწესებულებებს, სადაც ლიტერატურულ ნაწარმოებებს საჯაროდ წაიკითხავენ. 

ამ დღის ფარგლებში თითოეულ მოქალაქეს შეუძლია გადაიღოს ფოტო/ვიდეო და შეუერთდეს ღონისძიებას სოციალური ქსელის საშუალებით. 

წელს პირველად წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს შემოუერთდებიან თბილისის ბავშვთა სახლები და არასრულწლოვანთა სასჯელაღსრულების დაწესებულება, სადაც დაგეგმილია ცნობილი ქართველი მწერლების სტუმრობები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system