თავში

სახელმწიფო წიგნი-სათამაშოების გამოცემას შეუწყობს ხელს

სახელმწიფო წიგნი-სათამაშოების გამოცემას შეუწყობს ხელს
სახელმწიფო წიგნი-სათამაშოების გამოცემას შეუწყობს ხელს

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში წიგნის გამომცემლებთან შეხვედრა გაიმართა. 

მინისტრი თეა წულუკიანი, მოადგილე იოსებ ბაღათურიასთან ერთად სხვადასხვა მსხვილი გამომცემლობის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა. 

მათ ისაუბრეს საქართველოს მთავრობის 47-ე დადგენილებაზე "სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე", სადაც ნათქვამია, რომ მიმდინარე წლის 1-ლი ივლისიდან გარკვეული რეგულაციები უნდა ამოქმედდეს. გამომცემლები ამ რეგულაციების ამოქმედებისთვის მზად არ აღმოჩნდნენ, ვინაიდან რეგულაციები ისეთ წიგნებსაც ეხება, რომლებსაც შემეცნებითის გარდა, გასართობი ფუნქციაც აქვს (ე.წ. „წიგნი-სათამაშოები“).

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა მოზარდის განვითარების პროცესში წიგნის როლზე და იმაზეც, რომ მაღალი ტექნოლოგიების ეპოქაში თუ ბავშვისთვის წიგნი არ იქნება მიმზიდველი, ის მარტივად განიდევნება ახალგაზრდის ცხოვრებიდან. ამიტომ სახელმწიფომ მაქსიმალურად უნდა შეუწყოს ხელი ბავშვისთვის მიმზიდველი და ამავდროულად, შემეცნებითი ხასიათის წიგნების რაც შეიძლება ფართოდ გავრცელებას.

შეხვედრაზე შედგა შეთანხმება, რომ ზემოხსენებულ დადგენილებაში შეტანილ იქნეს გარკვეული დაზუსტებები, რაც წინასწარი შენიშვნებისათვის გამომცემლებს წარედგინებათ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system