თავში

"სამეფო კარის თამაშების" პრიქველის სამსახიობო შემადგენლობა ცნობილია

"სამეფო კარის თამაშების" პრიქველის სამსახიობო შემადგენლობა ცნობილია
სამეფო კარის თამაშების პრიქველის სამსახიობო შემადგენლობა ცნობილია

საკულტო სერიალ "სამეფო კარის თამაშების" პრიქველის სამსახიობო გუნდის შემადგენლობა ცნობილია. ამის შესახებ გამოცემა Variety იუწყება.

"დრაკონების სახლის" სამსახიობო გუნდს კიდევ სამი მსახიობი შეუერთდა. 

პრიქველში დეიმონ ტარგარიანის როლს მსახიობი მეთ სმიტი (Doctor Who) შეასრულებს. მსახიობი ოლივია კუკი (Ready Player One) - ალისენტ ჰაიტაუერის როლს მოირგებს. ემა დ'არსი მეფე ვისერისის უფროსი ქალიშვილის, პრინცესა რეინერა ტარგარიანის სახით მოგვევლინება.


ახალ სერიალში მოქმედება ჩვენთვის ნაცნობი მოვლენებიდან სამასი წლით ადრე, ტარგარიენების სახლში ვითარდება.

ტარგარიენების პრიქველის ავტორები ჯორჯ მარტინი და რაიან კონდალი იქნებიან. პრიქველი ჯორჯ მარტინის ნოველის Fire & Blood-ის ადაპტაცია იქნება. სერიალს კვლავ ტელეკომპანია HBO გადაიღებს.

სერიალის პრემიერა 2022 წელს არის დაგეგმილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system