თავში

""სამეფო კარის თამაშებმა" ფსიქოლოგიურად გამტეხა" - კიტ ჰარინგტონი

""სამეფო კარის თამაშებმა" ფსიქოლოგიურად გამტეხა" - კიტ ჰარინგტონი
სამეფო კარის თამაშებმა ფსიქოლოგიურად გამტეხა - კიტ ჰარინგტონი

ბრიტანელმა მსახიობმა კიტ ჰარინგტონმა, რომელიც "სამეფო კარის თამაშებში" შესრულებული ჯონ სნოუს როლით გახდა ცნობილი, აღიარა, რომ სერიალის გადაღებებმა მას ფსიქიკური ტრავმა მიაყენა. ამის შესახებ გამოცემა The Hollywood Reporter წერს.

34 წლის მსახიობი აცხადებს, რომ სერიალის ემოციურმა და ძალადობრივმა ეპიზოდებმა იგი ფსიქოლოგიურად გატეხა. 

”სიმართლე გითხრათ, შოუს გამო ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები შემექმნა. ვფიქრობ, რომ ეს პირდაპირ კავშირშია სერიალის ხასიათთან და იმასთან, რასაც მე წლებია ვაკეთებ ”, - აცხადებს ჰარინგტონი.

მისი თქმით, სერიალზე მუშაობის შემდეგ მან გადაწყვიტა კარიერისგან შესვენება აეღო და საკუთარ თავზე კონცენტრირებულიყო. მსახიობმა აღნიშნა, რომ მას ეს წარმატებით გამოუვიდა. მისი კინოში დაბრუნების შემდეგ კი პანდემია დაიწყო, რამაც საშუალება მისცა ცოტა ხნით კიდევ მოდუნებულიყო. ახლა ჰარინგტონი სასიყვარულო ფილმზე მუშაობს, მაგრამ ხაზს უსვამს, რომ ცდილობს  ნაკლებად დაძაბული გრაფიკით იცხოვროს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system