თავში

სამხედროები დოკუმენტური ფილმის სპადეს“ პრემიერას დაესწრნენ

​სამხედროები დოკუმენტური ფილმის „სპადეს“ პრემიერას დაესწრნენ
სამხედროები დოკუმენტური ფილმის სპადეს“ პრემიერას დაესწრნენ

„კინოს სახლში“ დოკუმენტური ფილმის „სპადეს“ პრემიერა გაიმართა. ჩვენებას საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

ფილმი ლატვიელი საზღვაო ოფიცრის, თეოდორ სპადეს ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც 1917 წელს ბათუმში ჩავიდა და სამხედრო-საზღვაო ფლოტის შექმნაში აქტიური მონაწილეობა მიიღო.

პროექტი საქართველოსა და ლატვიის თავდაცვის სამინისტროებს შორის თანამშრომლობითა და მათი ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. გადაღებების ნაწილი საქართველოში, ნაწილი კი - ლატვიის რესპუბლიკაში მიმდინარეობდა.

რეჟისორმა გიორგი თორაძემ დოკუმენტური ფილმი „სპადე“ თეოდორ სპადეს მოღვაწეობასა და საქართველოს წინაშე მის დამსახურებას მიუძღვნა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system