თავში

სერიალი "დექსტერი" ბრუნდება - VIDEO

სერიალი "დექსტერი" ბრუნდება
სერიალი დექსტერი ბრუნდება - VIDEO

საკულტო სერიალი "დექსტერი" ტელეეკრანებზე ბრუნდება. Showtime-მა სერიალის ტრეილერი გამოაქვეყნა. 

ახალი სერიების გადაღებაზე კვლავ სერიალის თავდაპირველი შემქმნელი, კლაიდ ფილიპსი მუშაობდა, მთავარ როლს კი ისევ მაიკლ ჰოლი ასრულებს.

“დექსტერი” ეკრანებზე პირველად 2006 წელს გამოვიდა და 2013 წლამდე რვა სეზონის განმავლობაში ემის 24 ნომინაცია და 3 ჯილდო მოიპოვა. კონტროვერსიული დასასრულიდან რვა წლის შემდეგ კი აუდიტორია, დექსტერის როლში ისევ მაიკლ ჰოლს იხილავს. ჰოლთან ერთად კი სერიალის სულისჩამდგმელი კლაიდ ფილიპსი დაბრუნდება, რომელიც პირველი სამი სეზონი შოუს კრეატიული ძალა, მწერალი და აღმასრულებელი პროდიუსერი იყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system