თავში

სერიალის “როგორ შევხვდი დედათქვენს” სპინოფის გადაღებები დაიწყო - PHOTO

სერიალის “როგორ შევხვდი დედათქვენს” სპინოფის გადაღებები დაიწყო
სერიალის “როგორ შევხვდი დედათქვენს” სპინოფის გადაღებები დაიწყო - PHOTO

სტრიმინგ-სერვისმა Hulu-მ სერიალის "როგორ შევხვდი დედათქვენს" სპინოფის გადაღებები უკვე დაიწყო.

პროექტის სახელწოდება "როგორ შევხვდი მამათქვენს" იქნება და მასში მთავარი პერსონაჟის როლს ჰილარი დაფი შეასრულებს.

სპინოფის სიუჟეტის ეპიცენტრში ქალი იქნება, რომელიც შვილებს მამასთან შეხვედრის ამბავს უამბობს, თუმცა, მას არანაირი კავშირი ექნებოდა ტედის სასიყვარულო ისტორიასთან. ამასთან, თხრობის სტრუქტურა ორიგინალის ანალოგიური იქნება. 

ახალი სერიალის ავტორები აფთაქერ და ელიზაბეტ ბერგერები არიან.

სულ ცოტა ხნის წინ ჰილარი დაფმა "ინსტაგრამზე" სურათი გამოაქვეყნა, რომელზეც სერიალის "როგორ შევხვდი დედათქვენს" პირველი სერიის სცენარია გამოსახული.

სერიალი “როგორ შევხვდი მამათქვენს" 2005 წელს დაიწყო და 2014 წელს დასრულდა.

მაყურებლები იმედოვნებენ, რომ ორიგინალის მსგავსად სპინოფიც იუმორისტული და ამავდროულად სევდიანი მომენტებით იქნება დატვირთული. ვილიხავთ თუ არა ძველ პერსონაჟებს სპინოფში. ამჟამად უცნობია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system