თავში

სვანეთში გადაცემა "არიოლ ი რეშკა" გადაიღეს

სვანეთში გადაცემა "არიოლ ი რეშკა" გადაიღეს
სვანეთში გადაცემა არიოლ ი რეშკა გადაიღეს

ცნობილი უკრაინული სატელევიზიო შოუ "არიოლ ი რეშკა - სამყაროს საოცრებები" საქართველოს კიდევ ერთხელ ესტუმრა. ამჯერად ანატოლი და ვასილისა სვანეთს ესტუმრნენ. მათ მასპინძლობა "საქართველოს აეროპორტების" გაერთიანებამ გაუწია. 

სცენარის მიხედვით, საქართველოში ტურისტად ჩამოსული შოუს მონაწილეები სხვადასხვა საშუალებებით უნდა გამგზავრებულიყვნენ სვანეთისკენ. გადაღებები ქუთაისის განახლებულ აეროპორტში წარიმართა, საიდანაც მესტიის მიმართულებით შოუს ე.წ. მდიდარი მონაწილე გოგონა საკუთარი თვითმფრინავით გაემგზავრა, ხოლო ღარიბი მონაწილე,რ ომელსაც მონეტით კენჭისყრისაას 100$ ერგო, სვანეთამდე ქუთაისიდან სამარშრუტო ტაქსით წავიდა. 

,,საქართველო არის ქვეყანა, რომელიც განსაკუთრებული სტუმარ-მასპინძლობით გამოირჩევა. ჩვენ მის ყველაზე კოლორიტულ ნაწილში, სვანეთში მივემგავრებით. ჩვენი დღევანდელი საოცრება იდუმალი სვანური კოშკებია",-’განაცხადეს წამყვანებმა სათავგადასავლო გადაცემის დასაწყისში.

სათავგადასავლო ჟანრის გადაცემა კვირაში ერთხელ Novy არხზე გადის ეთერში და ასევე, კომბინირებულად რუსეთშიც მაუწყებლობს FRYDAY TV Channel-ზე. ,,არიოლ ი რეშკას“ ჯამში 70 მლნ მაყურებელი ჰყავს. 2014 და 2016 წლებში მიღებული აქვს ჯილდოები საუკეთესო გასართობი შოუსთვის. ასევე, უკრაინის უმაღლესი სატელევიზიო ჯილდო ტელეტრიუმფი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system