თავში

ტარზანის როლის შემსრულებელი ავიაკატასტროფისას დაიღუპა

​ტარზანის როლის შემსრულებელი ავიაკატასტროფისას დაიღუპა
ტარზანის როლის შემსრულებელი ავიაკატასტროფისას დაიღუპა
© The Free Press Journal

აშშ-ის შტატ ტენესიში ავიაკატასტროფის შედეგად 58 წლის მსახიობი ჯოზეფ ლარა გარდაიცვალა, რომელიც სერიალში "ტარზანი: თავგადასავლების ისტორია" (Tarzan: The Epic Adventures, 1996–2000) მთავარ როლს ასრულებდა. ამის შესახებ ინფორმაციას The Hollywood Reporter ავრცელებს.

მსუბუქძრავიანი თვითმფრინავი Cessna C501 შტატის ტბაში ჩავარდა. მსახიობთან ერთად მისი მეუღლე, ცნობილი დიეტოლოგი გვენ შამბილინიც დაიღუპა.

30-წლიანი კარიერის მანძილზე ლარა 30-მდე ფილმში თამაშობდა. ის ასევე ცნობილია სერიალებით "მალიბუს მაშველები" (1989–2001) და "კონანი" (1997–1998).

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system