თავში

თბილისის საფორტეპიანო ფესტივალზე დუდანა მაზმანიშვილის კონცერტი გაიმართა

​თბილისის საფორტეპიანო ფესტივალდუდანა მაზმანიშვილის კონცერტი გაიმართა
თბილისის საფორტეპიანო ფესტივალზე დუდანა მაზმანიშვილის კონცერტი გაიმართა

არტოს ბაღში დუდანა მაზმანიშვილის კონცერტი გაიმართა. ღონისძიება თბილისის საფორტეპიანო ფესტივალის ფარგლებში შედგა. ქართველი პიანისტი ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად გამოვიდა, რომელსაც ცნობილი დირიჟორი მორიც გნანი ხელმძღვანელობდა. ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია დაესწრო. ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს. 

თბილისის მეორე საერთაშორისო საფორტეპიანო ფესტივალი 22 სექტემბერს გაიხსნა და 29 სექტემბრამდე გაგრძელდება. ფესტივალზე დაგეგმილი კონცერტები, მასტერ-კლასები, ვირტუალური ვორქშოპები და ლექციები მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში იმართება. მუსიკალურ შეხვედრებში მონაწილეობენ ლეგენდარული პიანისტი ციპრიენ კაცარისი, ცნობილი მუსიკოსები ჯერომ როუზი და ჯეფრი სუონი, მასიმილიანო ფერატი და გაბრიელე ლეპორატი, ახალგაზრდა წარმატებული ქართველი მუსიკოსები - ნიკოლას ნამორაძე და მარიამ ბაწაშვილი.

ფესტივალი 29 სექტემბერს სიმფონიური მუსიკის კონცერტით დასრულდება. არტოს ბაღში, მსმენელის წინაშე ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით და ცნობილი პიანისტი ბორის ბერეზოვსკი წარდგებიან. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system