თავში

თბილისის საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა

​თბილისის საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა
თბილისის საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა

რიგით მეათე თბილისის საგუნდო მუსიკის ფესტივალი გაიხსნა. სოხუმის დაცემის დღეს, სიმბოლურად, ფესტივალის პირველი კონცერტი გამართა აფხაზეთის სახელმწიფო კაპელამ. ღონისძიება მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში შედგა.

საიუბილეო ფესტივალის ფარგლებში, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ბაღში, წარმოდგენილი იქნება ოთხი კონცერტი, რომლებშიც მონაწილეობას მიიღებენ: გ. ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო კაპელა, გორის ქალთა კამერული გუნდი, ვაჟთა ვოკალური ანსამბლი "ფიროსმანი", ახალგაზრდული შერეული გუნდი "თუთარჩელა", ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი "მძლევარი", საქართველოს უსინათლოთა კავშირის კულტურის ცენტრთან არსებული ქალთა ანსამბლი "ლირა", სამების ტაძრის საპატრიარქო გუნდი, ვაჟთა ფოლკლორული გუნდი "ერქვანი", გორის სამუსიკო კოლეჯის გოგონათა გუნდი, ანსამბლი "მართვე", თბილისის ქალთა გუნდი, ნ. სულხანიშვილის სახელობის საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელა, ვაჟთა ფოლკლორული გუნდი "ბიჭები", ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივესიტეტის სტუდენტური კაპელა, ევგენი მიქელაძის სახელობის თბილისის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის საგუნდო–სადირიჟორო განყოფილების უფროსკლასელთა გუნდი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system