თავში

თბილისში გადაღებული კადრები "ფორსაჟის" ახალ ტრეილერში გამოჩნდა - VIDEO

თბილისში გადაღებული კადრები "ფორსაჟის" ახალ ტრეილერში გამოჩნდა - VIDEO
თბილისში გადაღებული კადრები ფორსაჟის ახალ ტრეილერში გამოჩნდა - VIDEO

The Fast & Furious-ის მეცხრე ფილმის პირველი სრული, 4-წუთიანი ტრეილერი გავრცელდა, რომელშიც საქართველოში გადაღებული სცენებიც მოხვდა. მათ შორისაა კადრები "თავისუფლების მოედანსა" და "ვაჟა ფშაველას" გამზირზე გადაღებული სცენებიდან.  

"თავისუფლების მოედანი" გამოჩნდა ასევე პირველ, მოკლე თიზერში, რომელიც 26 იანვარს გავრცელდა. 

 

ვინ დიზელისა და კრის მორგანის მონაწილეობით შექმნილი ფილმის პრემიერა 22 მაისსაა დაგეგმილი.

შეგახსენებთ, რომ ფილმის გადაღებები საქართველოში აგვისტოსა და სექტემბერში ეკონომიკის სამინისტროს პროგრამის "გადაიღე საქართველოში" ფარგლებში მიმდინარეობდა.  ფილმის გადაღებები 5 კვირის განმავლობაში თბილისის სხვადასხვა უბანში მიმდინარეობდა, მათ შორის ვაჟა-ფშაველაზე, ნუცუბიძეზე, რუსთაველსა და თავისუფლების მოედანზე. 


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system