თავში

თბილისში ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი "საჩუქარი“ გაიხსნა

თბილისში ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი "საჩუქარი“ გაიხსნა
თბილისში ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი საჩუქარი“ გაიხსნა

მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი“ გაიხსნა. ერთთვიანი პროგრამა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის თეატრალური დასების სპეკტაკლებსა და კულტურულ-საგანმანათლებლო შეხვედრებს მოიცავს.

„საჩუქარი“ ფრანგული თანამედროვე ცეკვის წარმომადგენელმა მაგი მარენმა გახსნა. 22 ოქტომბრიდან კი ფესტივალს ე.წ. „ესპანური კულტურის ფოკუსი“ შემოუერთდება, რაც ესპანურ თეატრებში დადგმული წარმოდგენების გამართვას გულისხმობს.

„შარშან გვქონდა იტალიური ფოკუსი, წელს ესპანური, მომავალ წელს კი ჩინური გვექნება. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ სხვა ქვეყნებს ყურადღება არ ეთმობათ“, - განაცხადა ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელმა ქეთი დოლიძემ.

„დიდი ენთუზიაზმით ვარ განწყობილი წლევანდელი ფესტივალის მიმართ. ამხელა მასშტაბი აქამდე არ ყოფილა. თბილისს ესპანური და მსოფლიო თეატრის კაშკაშა ვარსკვლავები ესტუმრებიან. ეს საქართველოს მიმართ დიდი ინტერესის ნიშანია“, - მედიასთან საუბრისას აღნიშნა ესპანეთის სამეფოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა საქართველოში ხორხე ლუჩინი სერანო დე ჰარომ.

ღონისძიების ფარგლებში თბილისს ამერიკელი ცეკვის ლეგენდა კაროლინ კარლსონი და მისი დასი ესტუმრებამ, რომლებიც სტუმრებს საცეკვაო შოუ „სინქრონულობის გზაჯვარედინზე“ წარმოუდგენს.

ფესტივალზე გაიმართება ცნობილი უკრაინელი რეჟისორის ანდრი ჟოლდაკის მსოფლიო პრემიერა - „მეფე ლირი. ანდრი ჟოლდაკის წამოსახვა“, უილიამ შექსპირის პიესის “მეფე ლირის” მიხედვით. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system