თავში

თბილისში მე-8 საუკუნის არაბული წარწერა გუდრონით გადაღებეს

თბილისში მე-8 საუკუნის არაბული წარწერა გუდრონით გადაღებეს
თბილისში მე-8 საუკუნის არაბული წარწერა გუდრონით გადაღებეს

თბილისში, პუშკინის ქუჩაზე მდებარე არქეოლოგიურ კომპლექსზე მე-8 საუკუნის არაბული წარწერა ცხელი გუდრონით ამოავსეს. ფაქტის ამსახველი ფოტო სოციალრ ქსელში გავრცელდა. 

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ აღდგენითი სამუშაოები დაიწყო.

ვანდალიზმის ფაქტს გამოეხმაურა კულტურის სამინისტროც. 

„მინდა მადლობა გადავუხადო სოციალურ ქსელში გავრცელებული პოსტის ავტორს. მე დილიდან ადგილზე მივავლინე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს თანამშრომლები. აღმოჩნდა, რომ იქ მომხდარი იყო ვანდალიზმის ფაქტი და ამჟამად მიმდინარეობს ნებართვის გაცემის პროცედურები შესაბამის სპეციალისტებზე, რათა აღდგეს პირვანდელი მდგომარეობა და, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ადგილზე შესაბამისი დაცულობის მექანიზმი ისევ დაყენდეს,“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system