თავში

თეა წულუკიანი საფრანგეთში გაფრინდა

თეა წულუკიანი საფრანგეთში გაფრინდა
თეა წულუკიანი საფრანგეთში გაფრინდა

საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრი თეა წულუკიანი საფრანგეთში გაფრინდა. მან ლევილის მამულის მმართველი კომიტეტის პირველი სხდომა პარიზში გამართა. 

კულტურული სივრცე, რომელსაც ივნისში "პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიული და კულტურული ქართულ-ფრანგული მემორიალური ცენტრი" უწოდეს, მმართველობაში კულტურის სამინისტროს გადაეცა. უწყებამ, თავის მხრივ, აიღო ვალდებულება, რომ მამულის სრული რეაბილიტაცია 10 წლის ვადაში განახორციელოს. 

სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდგომი სამოქმედო გეგმის თაობაზე იმსჯელეს ლევილის მამულის მმართველის კომიტეტის პირველ სხდომაზე, რომელსაც თეა წულუკიანი ხელმძღვანელობდა. სხდომაში მასთან ერთად მონაწილეობდნენ კომიტეტის წევრები ირენ ციციშვილი, ტიერი ბერიშვილი, ოთარ ზურაბიშვილი და ნინო კალატოზიშვილი. ასევე, თბილისიდან ონლაინ ფორმატში მიიღო სხდომაში მონაწილეობა კომიტეტის წევრმა გოჩა ჯავახიშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system