თავში

ტინა ტერნერმა საავტორო უფლებები გაყიდა

ტინა ტერნერმა საავტორო უფლებები გაყიდა
ტინა ტერნერმა საავტორო უფლებები გაყიდა

მომღერალმა ტინა ტერნერმა საკუთარ მუსიკალურ ნაწარმოებებზე საავტორო უფლებები ხმის ჩამწერ სტუდია BMG Entertainment-ს მიყიდა. 

„BMG სიამაყით აცხადებს, რომ შეიძინა უფლებების ფართო პაკეტი როკ’ნ’როლის დედოფლის ტინა ტერნერის ნაწარმოებებზე“, - ვკითხულობთ კომპანიის განცხადებაში.

კომპანია მომღერლის 10 სტუდიური და ორი საკონცერტო ალბომის, ორი საუნდტრეკის და 5 კომპილაციური ალბომის მფლობელი გახდა. 

როგორც მსოფლიოს შოუ-ბიზნესის ერთ-ერთი ცნობილი ადამიანი, ტინა ჟურნალ „როლინგ სტოუნის“ მიერ დასახელებულია ყველა დროის ყველაზე წარმატებულ როკ-მომღერალ ქალბატონად და ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს მომღერლად. მისი დისკების გაყიდული ასლების რაოდენობა 200 მილიონს შეადგენს. სტატისტიკით, მან გაყიდა ბევრად მეტი საკონცერტო ბილეთი, ვიდრე სხვა სოლო-შემსრულებელმა მუსიკის ისტორიაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system