თავში

ტომ კრუზი "შეუსრულებელი მისიის" გადასაღებად კოსმოსში გაფრინდება

ტომ კრუზი "შეუსრულებელი მისიის" გადასაღებად კოსმოსში გაფრინდება
ტომ კრუზი შეუსრულებელი მისიის გადასაღებად კოსმოსში გაფრინდება

ჰოლივუდის მსახიობი ტომ კრუზი "შეუსრულებელი მისიის" ბოლო ნაწილის გადასაღებად კოსმოსში გაემგზავრება. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა   The Sun სანდო წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

გამოცემა აღნიშნავს, რომ მსახიობი მზადაა დიდი თანხა დახარჯოს თავისი გეგმის განსახორციელებლად და უკვე მოლაპარაკებებს აწარმოებს ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსური ადმინისტრაციის (NASA) წარმომადგენლებთან. 

მაისში ცნობილი გახდა, რომ ილონ მასკის კომპანიამ - SpaceX-მა ტომ კრუიზის მონაწილეობით კოსმოსში ფილმის გადაღება გადაწყვიტა. ამ დროისათვის, ფილმი განვითარების საწყის ეტაპზეა.

"შეუსრულებელი მისიის" მე-7 და მე-8 ნაწილების პრემიერა 2021 და 2022 წლებში არის დაგეგმილი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system