თავში

ტრადიციული რეწვისა და დიზაინის სამიტი ონლაინ ფორმატში იმართება

ტრადიციული რეწვისა და დიზაინის სამიტი ონლაინ ფორმატში იმართება
ტრადიციული რეწვისა და დიზაინის სამიტი ონლაინ ფორმატში იმართება

ტრადიციული რეწვისა და დიზაინის თბილისის მესამე საერთაშორისო სამიტი „ეთნოფესტი 2020“ ონლაინ ფორმატში გაიხსნა. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებული ღონისძიება მსურველს 100-ზე მეტი დიზაინერისა და ოსტატის ხელნაკეთი ნივთების დათვალიერებისა და, სურვილის შემთხვევაში, მათი შეძენის შესაძლებლობას აძლევს.

„ეთნოფესტი“ ტრადიციული რეწვის, დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნებისა და დიზაინის განვითარებისა და სტიმულირების ფართომასშტაბიანი პლატფორმაა. სამინისტროს ცნობით,მისი მიზანია როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო საზოგადოებისთვის ქართველი დიზაინერების, ოსტატებისა და მწარმოებლების წარმოჩენა და მათი პროდუქციის პოპულარიზაცია; დარგის ეკონომიკური პოტენციალის გაძლიერება მასში ახალი ტექნოლოგიების ინტეგრირების საშუალებით; ვებგვერდის ვიზიტორისთვის მრავალფეროვანი, ორიგინალური და ხარისხიანი პროდუქციის წარდგენა; ტრადიციული რეწვისა და ხელოსნობის საწარმოების ბიზნესის უნარების გაძლიერება სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიების საშუალებით და თბილისის რეგიონის რეწვისა და ხელოსნობის ცენტრად ჩამოყალიბების ხელშეწყობა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system