თავში

ცნობილი გოტიკური ჟანრის მწერალი ენ რაისი გარდაიცვალა

ცნობილი გოტიკური ჟანრის მწერალი ენ რაისი გარდაიცვალა
ცნობილი გოტიკური ჟანრის მწერალი ენ რაისი გარდაიცვალა

ამერიკელი მწერალი ენრაისი, ცნობილი გოტიკური ნაწარმოების "ინტერვიუ ვამპირთან" ავტორი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. მან სიცოცხლეში მსოფლიო მასშტაბით 150 მილიონი წიგნი გაყიდა. ოჯახის წევრების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ის უახლოეს გარემოცვაში შაბათ საღამოს გარდაიცვალა. მწერლის შვილის ქრისტოფერრაისის ფეისბუკ პოსტის მიხედვით, ენრაისი ინსულტის შედეგად ჯანმრთელობის პრობლემებს განიცდიდა, რის შედეგადაც გარდაცვალება მოულოდნელი არ ყოფილა.

"მისი ბოლო საათები კლინიკაში ერთად გავატარეთ. საწოლთან ვეჯექი, ვსაუბრობდით იმ მიღწევებზე და შინაგან ძალაზე, რასაც მთელი ცხოვრების განმავლობაში ატარებდა. მე როგორც მისი შვილი, მუდმივ მხარდაჭერას ვგრძნობდი. ეს დანაკლისი აუნაზღაურებელია", - დაწერა ქრისტოფერ რაისმა.

ენ რაისის ნოველის "ინტერვიუ ვამპირთან" მიხედვით 1994 წელს ადპტაცია გადაიღეს, რომელშიც ბრედ პიტი და ტომ კრუზი თამაშობენ. მან მოგვიანებით დაწერა "ვამპირის ქრონიკები", რომლის ეკრანიზაცია 2002 წელს გამოვიდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system